ზურა ცეცხლაძე, პოლიტპატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, შსს-მ 5 000 ლარით დააჯარიმა. უწყება ზურა ცეცხლაძეს 11 თებერვალს, გვიან ღამით ჩააბარეს.
„გვიან ღამემშვიდობის, „ტვ პირველზე“ ეტყობა ეფექტური გამოსვლა მქონდა. შესაბამისად, სახლთან დამხვდა 6-7 პოლიციელი და ჩამაბარეს 5000 ლარიანი საჯარიმო ოქმი – 8 თებერვალს პარლამენტთან გზის გადაკეტვას მედავებიან. ახლა ნახონ ამათ როგორ ვათრიო სასამართლოებში. ბრძოლა ბოლომდე, გავიმარჯვებთ სახელოვნად,“ – წერს ზურა ცეცხლაძე და ჯარიმის ოქმის ფოტოს აქვეყნებს.
წყარო: ბათუმელები