„გურია ნიუსმა“ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცაგერში, სოფელ ლაჯანაში, პოლიციელებმა ერთმანეთი დახოცეს, შსს-ში გადაამოწმა.
შსს ადასტურებს, ცაგერში პოლიციელების მკვლელობის ფაქტს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქმეს პროკურატურა იძიებს.
reginfo.ge-ს მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები ლაჯანაში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ. მათ შორის ჩხუბი ურთიერთსროლაში გადაიზარდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დახვდა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.