მე-19 დღეა რაც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დღეს, 16 დეკემბერს, პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობა.
ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან მოითხოვდნენ, რომ მოქალაქეები ტროტუარზე გადასულიყვნენ.
პოლიცია არც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს აძლევს მუშაობის საშუალებას და აიძულებს ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ.
ვრცლად: batumelebi