თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო.
წავლის პროცესი დროებით მას შემდეგ შეწყდა, რაც შენობაში სამართლდამცველები მივიდნენ და განაცხადეს, რომ სკოლის შენობაში ნაღმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.
„ჩვენი ინფორმაციით, შეტყობინება არასწორად იყო შესული. ჩვენს სკოლაში ნაღმი არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ, საუბარი იყო ბათუმის 22-ე სკოლაზე“, _ განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
თბილისის 22-ე სკოლაში სწავლის პროცესი ამ დროისთვის განახლებულია.