ბათუმში გუშინ მომხდარ ინციდენტზე დაკავებულია 5 პირი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 236-ე ( ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) და 239-ე (იარაღით ჩადენილი ხულიგნობის) მუხლებით.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი გუშინ დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. შემთხვევის დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაჭრილი ქალი და კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.