https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ლონდრე“, „ნატურშიცები“ და გივი ბერიკაშვილის ოინები

7:03; 3.03.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობებს დატვირთული და ამავდროულად საინტერესო ცხოვრება გააჩნიათ. ისინი მუდმივად დაკავებულები არიან. სპექტაკლებში მონაწილეობას სხვადასხვა კინოფილმებში გადაღებები ენაცვლება, მოგზაურობაც ხშირად უწევთ და რა გასაკვირია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს გასახსენებელი ყოველთვის აქვთ.

საქართველო პატარა ქვეყანაა და თანამემამულე აქტიორები ყურადღების დეფიციტს არასდროს უჩიოდნენ. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ისინი არაერთ კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩენილან და ამ „ისტორიების“ დიდი ნაწილი ჩვენი თანამემამულეებისთვის დღემდე უცნობია.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ასეთ შემთხვევას გავიხსენებთ.

ცნობილი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ერთ ისტორიას იხსენებდა: „ნატვრის ხეს“ კახეთში ვიღებდით და როგორც მოგეხსენებათ, მე მღვდლის როლს ვასრულებდი. ერთ დღეს, როცა მორიგი სცენა უნდა გადაგვეღო და მე, შესაბამისად გამოვეწყვე, უცებ ამინდი გაფუჭდა, მოიღრუბლა და გადაღება გადაიდო. ეროსიმ, რომელიც, ასევე მონაწილეობდა ფილმში, საიდუმლოდ, გვერდით გამიყვანა და მითხრა:

– ამინდი, ალბათ, ხვალამდე არ გამოვა. აქ ხომ არ ვიყურყუტებთ. წამო, მეზობელ სოფელში ძმაკაცი მყავს. რომ ვეწვიოთ, ძალიან გაუხარდება და ცოტა წავიქეიფოთო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თენგიზ აბულაძისთვის არაფერი გვითქვამს. გრიმიანები და ფორმაში გამოწყობილები გადასაღები მოედნიდან გავიპარეთ. მანქანა გავაჩერეთ და ეროსის ძმაკაცისკენ ავიღეთ გეზი მეზობელ სოფელში. ჩვენდა სამწუხაროდ, ეროსის ძმაკაცის სახლში არავინ დაგვხვდა და უკან წამოსვლა დავაპირეთ. შარაზე გამოვედით, რომ მანქანა გაგვეჩერებინა. ამ დროს ახლომდებარე, პატარა ეკლესიის წინამძღვარმა გვიცნო. თავისთან გვიხმო და სუფრა ეზოში გაგვიშალა. მასპინძელი საკმაოდ მალე შეთვრა და ჩაეძინა. ამ დროს პატარა ეკლესიასთან „ვილისი“ გაჩერდა, რომელშიც ოთხი თუში იჯდა. ისინი პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდნენ. მე და ეროსი ვერ გვიცნეს, მძინარე მამაო შეათვალიერეს და მითხრეს:

– მამაო, ხვთისოს ეშმაკი ჰყავს შეჩენილი და ეშმაკის განდევნის ლოცვა წაუკითხეო.

ის იყო, დავაპირე, მეთქვა: მამაო არ ვარ-მეთქი, რომ ეროსიმ, რომელიც ჯერ კიდევ „ლონდრედან“ „გამოცდილი მღვდელი“ იყო და მართლა ბევრი რიტუალი იცოდა, თანაც დიდებული ხმა ჰქონდა და საუცხოოდ გამოსდიოდა, თუშს უთხრა:

– კვეთებულის წაკითხვის უფლება მხოლოდ მე მაქვს და მე წავუკითხავო:

თვალებბრიალა, ხანჯლიანმა თუშმა შეკრული კოპებით, შეათვალიერა არამამაოურად ჩაცმული ეროსი, რომელიც ყველაფერს მიხვდა და თუშს უთხრა, ახლავე მოვწესრიგდებიო. მძინარე ნამდვილი მამაო სენაკში შეიყვანა და მისი ანაფორა გადაიცვა. შემდეგ ყველას ტაძარში გვიხმო. მე ბარძიმი და ნაკურთხი წყალი მომცა და ეშმაკშეჩენილ ხვთისოს ნახევარი საათის განმავლობაში კვეთებულს უკითხავდა. რომ დაასრულა, მე ნაკურთხი წყალი ვაპკურე ხვთისოს და ვაზიარე. თუშებმა მადლობა გადაიხადეს, შესაწირი დატოვეს და წავიდნენ. ეროსიმ მღვდლის სამოსი გაიხადა და მითხრა, – აბა, მოვუსვათ ახლა აქედან, თორემ ჯვრისწერა და ნათლობა უკვე მეტისმეტი იქნებაო. არ ვიცი, ხვთისოს უშველა თუ არა, მაგრამ ეროსი ისეთი დიდებული იყო კვეთებულის კითხვისას, რომ ეპისკოპოსობას მივანიჭებდი“.

ცნობილი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ კინოფილმ „ლონდრეში” მცირე ეპოზიდური როლი მაქვს, მასში მონაწილეობამ დიდი სიხარული მომანიჭა. გადაღების პროცესი ძალიან მხიარულად მიმდინარეობდა და ზოგჯერ, გივი ბერიკაშვილი ცოტას ეშმაკობდა კიდეც, რაც არცაა გასაკვირი. ის ხომ, ფაქტობრივად, შიშველ ეშმაკს განასახიერებდა…

ფილმში ერთი სცენაა, რომელიც სულ რამდენიმე წამი გრძელდება. გივი შედის ქალების აბანოში და მას აწივლებული, შიშველი ქალები სხვადასხვა ნივთს ესვრიან. ამ სცენის გადასაღებად, რეჟისორმა თამაზ მელიავამ სამხატვრო აკადემიის „ნატურშიცები” მიიწვია, რომლებიც დედიშობილა ბანაობდნენ გოგირდის აბანოში. ამ სცენის გადაღებას ესწრებოდნენ მხოლოდ გივი, ოპერატორი გიორგი კალატოზიშვილი და რეჟისორი თამაზ მელიავა. დანარჩენებს იქ შესვლა აკრძალული გვქონდა, რადგან ასე ისურვეს „ნატურშიცებმა.” წესით, ეს სცენა მაქსიმუმ ორ დუბლში უნდა ჩატეულიყო. სინამდვილეში კი, მის გადაღებას ოცი დუბლი და რამდენიმე კილომეტრი ფირი დასჭირდა. დუბლს ის აფუჭებდა, რომ როგორც კი გივი აბანომდე მიაღწევდა, წაიქცეოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მეოცე დუბლის წინ, თამაზ მელიავა დაემუქრა გივის: თუ კიდეც წაქცეულხარ, როლიდან მოგხსნი და სხვას ავიყვანო. მეორე დუბლი გივიმ მშვიდობიანად ჩაათავა და მხოლოდ ფილმის დასრულების მერე გამომიტყდა:

– ბიჭო, განა მართლა ფეხი მიცურდებოდა და ვვარდებოდი, განგებ ვაკეთებდი. იქ, ისეთი ტანწერწეტა „ნატურშიცები” იყვნენ, რომ მათ სხეულს თვალს ვერ ვწყვეტდიო.

ასეთი ოხერია გივი და ისე ოსტატურად ეშმაკობდა, რომ მთელი გადამღები ჯგუფი გააბითურა.“

ცნობილი კინორეჟისორი გია დანელია ასეთ ისტორიას ყვება: „არ დაიდარდოში“ არის ერთი ეპიზოდი, რომელშიც უზარმაზარ კაკლის ხეზე, „შარმანკით“ შემომჯდარი იპოლიტე ხვიჩია მოქეიფე მღვდლისთვის უკრავს. ამ სცენაში იპოლიტეც და „შარმანკაც“ მაგრადაა ხეზე მიბმული სპეციალური ბრეზენტის ქამრებით. ჩამოვარდნის საწინააღმდეგო ეს  მოწყობილობა საგანგებოდ „მოსფილმში“ დაამზადეს. ქამრები ფოლადის კლიტით იკეტებოდა და გასაღები ჩვენს რეკვიზიტორს, ტოლიას, ებარა. ქამრები, რა თქმა უნდა, კადრში შენიღბულია და არ ჩანს.

ეს სცენა მცხეთაში, მტკვრის პირას, თითქმის უკაცრიელ ადგილზეა გადაღებული და ცვალებადი ამინდის გამო, მისი გადაღება გაგვიჭიანურდა. როგორც კი იპოლიტეს „შარმანკასთან“ ერთად ხეზე ავიყვანდით, დავაბამდით და გადაღება უნდა დაგვეწყო, ამინდი შეიცვლებოდა და ჩვენი ოპერატორი, ვადიმ იუსოვი დაიძახებდა: „ატბოი, პერერივ!…“ ვინ იცის რამდენი ასეთი „პერერივი“ გვიწევს ფილმების გადაღებისას და ამინდის კეთილგანწყობის მოლოდინით გატანჯული მსახიობები, ერთმანეთს სხვადასხვა „შტუკებს“ უტარებენ ხოლმე. გამონაკლისი არც „არ დაიდარდო” იყო და მასში მონაწილე მსახიობებიც „შტუკაობდნენ“.

განსაკუთრებით ბატონი იპოლიტე აქტიურობდა, რომელსაც აბესალომ ლორია ჰყავდა გამწარებული და ხან რას უკეთებდა და ხან – რას. აბესალომს ყელში რომ ამოუვიდა, იპოლიტეს დამუქრა: კაცი არ ვიყო, თუ არ გაწუწუნეო. ერთხელაც, ხეზე შემომჯდარი იპოლიტეს ეპიზოდს ვიღებთ და იუსოვმა მორიგი „ატბოი“ დაიძახა და ამინდის გაფუჭების გამო სხვა ეპიზოდის გადასაღებად წავედით. იპოლიტე კი ხეზე დარჩა, რადგან ზევით-ქვევით სირბილი მობეზრდა და ჩამომძახა, თუ ამინდი არ გამოსწორდა, ტოლია გამოგზავნე და ჩამომიყვანოსო. თან, ლუდი მოწრუპა და ქაბაბიც დააყოლა, რაც ხეზე ჰქონდა მოყუჩებული. სხვა ეპიზოდი მალე გადავიღეთ. შემდეგ, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მცხეთის პარტიულმა ხელმძღვანელობამ რესტორანში წაგვიყვანა და ტოლიას ვუთხარი, იპოლიტე ხიდან ჩამოეხსნა და რესტორანში მოსულიყვნენ. ჩვენ რესტორანში წავედით და მთელი ღამე ვქეიფობდით. შუაღამეს გამახსენდა ტოლიასთვის მიცემული დავალება, მაგრამ არც ტოლია ჩანდა და არც იპოლიტე. ჩემ წინ აბესალომ ლორია იჯდა და იმას ვკითხე:

– მე რომ ტოლიას იპოლიტეს ხიდან ჩამოყვანა დავავალე, შენც იქ იყავი და ხომ არ იცი, რა ქნა-მეთქი?

– ვიცი. ტოლიამ იპოლიტე ჯერ ხიდან მოხსნა და მერე თავის ნომრამდე მიაცილა, რადგან შეუძლოდ იყოო, – მიპასუხა აბესალომმა.

ტოლიას დალევა უყვარდა და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა,  რესტორანში რომ არ მოვიდა, მაგრამ რას ვიზამდი, ქეიფი გავაგრძელე…

მეორე დილას ისეთი მშვენიერი ამინდი გამოვიდა, რომ მთელი ღამის ნაქეიფრებს მისი ხელიდან გაშვების უფლება არ გვქონდა – ხის სცენის გადასაღებად გავემართეთ. ჩემს ასისტენტს კი იპოლიტეს მოყვანა დავავალე. მივედი და რას ვხედავ, საცოდავი იპოლიტე ისევ ხეზეა, თავი „შარმანკაზე” დაუდია და სძინავს… საქმე კი ის იყო, რომ აბესალომ ლორიას ტოლიასთვის ორი ბოთლი არაყი „დაუდგამს“, დაუთვრია და სასტუმროში მიუყვანია დასაძინებლად, თან უთქვამს, – იპოლიტეს მე ჩამოვხსნიო. იპოლიტე კი მთელი ღამით უკაცრიელ მტკვრის ნაპირზე დატოვა. ის საცოდავი კი, სანამ ძალები ჰქონდა, მთელი ღამე „შარმანკაზე“ უკრავდა, იქნებ ვინმეს გავაგონო და ჩამომხსნასო”.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

ნალექისა და ყინვის გამო, გომბორის უღელტეხილზე მცირე ხნით შეზღუდვა დაწესდა

„შეშინებული“ სანდრო ჟორჟოლიანი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო