რამდენიმე წუთის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ სიხარულიძე დააკავა.
შემთხვევა ადმინისტრაციული შენობის წინ მოხდა
როგორც ვლადიმერ სიხარულიძემ გვითხრა, პატრული მასთან მას შემდეგ მივიდა, რაც ავტომობილო გააჩერა.
_ მეუბნებიან, ღვედი არ გეკეთაო. რა უნდათ, არ მესმის _ გაჩერებული იყო მანქანა. ის ხდება, რაც 2009 წელს ხდებოდა, _გვითხრა სიხარულიძემ.
პატრულის თანამშრომლის თქმით, სიხარულიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამიტომ ადმინისტრაციული წესით დააკავეს.