საპატრულო პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც რომელიც „ორ ნაბიჯის“ თანამშრომლებს თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
დაკავებული ინგლისის მოქალაქეა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 239 მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ დაზარალებულებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ და თავს კარგად გრძნობენ. კომპანია განმარტებას, ჯერჯერობით, არ აკეთებს.