კენტუკის შტატში ქართველი ექიმისა და მისი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 23 წლის აარონ ჰერნანდესი ტეხასში აიყვანეს. გამოძიება თვლის, რომ ბრალდებულმა 31 წლის დავით კანდელაკი და 30 წლის ჯოშუა რაისი მოკლა, შემდეგ კი მტკიცებულებები გააყალბა.
მედიაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციას სხვა ეჭვმიტანილები არ ყავს, თუმცა, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. ამერიკელმა სამართალდამცავებმა ლუიზვილში, საცხოვრებელ ბინაში, ორი მოკლული 21 იანვარს იპოვეს.
დავით კანდელაკი ამერიკის მოქალაქე იყო – მას მეუღლე და ორი წლის ტყუპები დარჩა.