ბრიტანეთის პოლიციამ გასულ კვირას მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით კიდევ 1 ადამიანი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას მომხდარ აფეთქებასთან კავშირის გამო სულ 16 ადამიანია დაკავებული.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა 2 პირი ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს, ხოლო 14 დაკითხვაზე რჩება.
როგორც ცნობილია, მანჩესტერ არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა.