პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქუთაისში ყოფილი მეუღლე მოკლა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.
შემთხვევა ქუთაისში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ამავე თემაზე:
“საშინელებაა, ქალი სისხლში ცურავდა” – ქუთაისში მამაკაცმა, სავარაუდოდ, ყოფილი ცოლი მოკლა