შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ძებნილი – 2001 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.
“მსჯავრდებული ა.ა. მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ, 2024 წლიდან იძებნებოდა. სამართალდამცველებმა იგი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავეს.
მსჯავრდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.



































































