ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა -ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1986 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.
დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის დეკემბრიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

































































