პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა.
ამ წუთებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან ნაწილობრივ თავისუფალია.
აქციის მონაწილეები პოლიციელებს პოლიტიკური დავალების შესრულებაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, ხალხის გვერდით დადგნენ.