საინფორმაციო სააგენტო France Press-ის ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა მიანმარში, რაკჰაინის შტატში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად.Developed By Web Features 2026 © All rights reserved
საინფორმაციო სააგენტო France Press-ის ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა მიანმარში, რაკჰაინის შტატში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად.პოლიციამ ბუდისტ მომიტინგეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი სამთავრობო შენობის დაკავებას ცდილობდნენ.
პოლიციის ვერსიით, აქციის მონაწილეებმა გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირება არ მოახდინეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 20 პოლიციელია, 13 კი აქციის მონაწილე.
საპროტესტო აქციაში, დაახლოებით, ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved