პოლიციასა და აქციის მონაწილეობას შორის რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა. რიონის ხეობის მცველები და აქციის მონაწილეები ჰესის მშენებელი კომპანიის, “ენკას” ბაზისკენ დაიძრნენ. “წადით! წადით!” – ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები მსვლელობით მიდიან.
მანამდე კი, აქციის მონაწილეები ნამოხავანში შესვლას ითხოვდენ, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. სოფელ გუმათთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული და რიონის ხეობის მცველებს გზას უკეტავენ.
რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო, მათ უკან დაიხიეს და ტერიტორიაზე გადაადგილებას მშვიდობიანად ითხოვდნენ.
გოლეთიანი სამართალდამცველებისგან განმარტებებს მოითხოვს, რის საფუძველზე შეუზღუდეს რიონის ხეობის მცველებს გადაადგილების უფლება.
,,ყველამ ნახა, რომ ჩვენ ხელებაწეულები ვცდილობდით, რომ საკუთარ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე გავიაროთ და პოლიცია იყენებს ძალას. არ ინდობს არც ბავშვებს, არც _ ქალებს, ვინც ამ პროტესტში მშვიდობიანად მონაწილეობს.
ჩვენ განწყობილი ვართ, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში არავისთან არ შევიდეთ და როცა შევხედეთ, რომ ისინი არ ინდობენ ბავშვებს, რისკზე ვერავის ვერ შევაგდებთ და დავიხიეთ უკან.
მაგრამ ვითხოვთ ახსნა-განმარტებას, რომელი კანონის საფუძველზე გვეკრძალება საკუთარ მიწაზე გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი“, _ განაცხადა გოლეთიანმა.
მისვე თქმით, ხეობაშ მდებარე ,,ენკას“ ოფისთან გადანაიცვლებენ
“აქვეა ენკას ერთ-ერთი ბაზა, გადავინაცვლებთ ბაზასთან და მოვუწოდებთ მათ, რომ დატოვონ ხეობა”, _ თქვა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს აქცია 16 საათისთვის დაგეგმეს, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა გუშინ ნამოხვანში მათი კარვები დაარბიეს და დაშალეს.