ერაყის ქალაქ ტიკრიტში პოლიციელებზე თავდასხმის შედეგად 34-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 46 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ რაიონ ზუჰურში მოხდა და თავდამსხმელების სამიზნეს ოფიცრები წარმოადგენდნენ.
გავრცელებული ცნობით, მათ ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებსაც გაუხსნეს, ხოლო 2-მა თავდამსხმელმა პოლიციასთან დაპირისპირების დროს თვითმკვლელი ქამრებით თავი აიფეთქეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა შესაძლებელია, თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო იდგეს.




























































