პოლიციამ პარლამენტთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტზე, ნათია ლევერაშვილზე იძალადა.
როგორც “პუბლიკა” იუწყება, პოლიციელებმა ჟურნალისტს ხელი დაარტყეს და თმაზე მოქაჩეს.
პოლიციელებმა ასევე იძალადეს ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებზე, როცა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილები პოლიციამ შესასვლელის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა და აიძულა, შენობის წინა მხარეს ჩასულიყვნენ.


































































