პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლებმა ურეკში, ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
აქციაზე სამართალდამცველებსა და ბრალდებულების ახლობლებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 25 ივნისს გურიაში 13 პირი დააკავა. პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც შვიდიდან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.