ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზევის #56 საარჩევნო უბნის ჭიშკრის შესასვლელთან, ერთ საათზე მეტია, პოლიციელი ყველა შემსვლელს აკონტროლებს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი კახა ასკურავა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ეს პირი, რომელიც ფოტოებზეცაა ასახული, ყველა შემსვლელს აკონტროლებს და ბევრ მათგანს ესაუბრება
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნებთან პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული _ ზოგი უბანთან მოშორებით დგას, ზოგიც საკმაოდ ახლოს. „გურია ნიუსმა“, ასევე, დააფიქსირა, რომ ზუგრიდის #82 უბანზე, სადაც ხმა სანდრა რულოვსმა მისცა, პოლიციელები ტელეფონით იღებდნენ იქ მყოფ პირებს.