“მოძრაობა საქართველოსთვის” სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე, განაჩენის მოლოდინშია. პოლიციელის კბენისთვის მას 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებული 5 აქტივისტიდან, ოთხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხოლო ერთს, გიორგი მუმლაძეს, სისხლის სამართლის დანაშაულს. კერძოდ, მას პოლიციელზე ძალადობას ედავებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებული აქტივისტთან, გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მუმლაძე პოლიციის თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”,-ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი მუმლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. “მოძრაობა საქართველოსთვის” აქტივისტები დღეს დააკავეს.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე თანამოაზრეებთან ერთად “ქართული ოცნების” ოფისთან 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდა.
აქტივისტები დღეს მათი თანამებრძოლებისთვის დაკავებას 6 საათზე შსს-სთან აქციით გააპროტესტებენ. ისინი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებენ, დაინტერესდეს აქტივისტების დაკავებებით.
დაკავებული აქტივისტები ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.