აშშ-ში, ილინოისის შტატში, პოლიციის თანამშრომლებმა, 36 წლის ფერადკანიანი ქალი საკუთარ სახლში მოკლეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ქალმა მძარცველის შიშით პოლიცია გამოიძახა, ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსა და სახლის მეპატრონე ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთ პოლიციის თანამშრომელს მოეჩვენა, რომ ქალი მდუღარე წყლის გადასხმას უპირებდა და 3-ჯერ ესროლა.
საქმეზე დაკავებულია შერიფის 30 წლის თანაშემწე, რომელსაც ბრალად ედება პირველი ხარისხის მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმისა და სამსახურებრივი უფლებამოვალეობის გადამეტება. პოლიციელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, რის გამოც, სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მისი დაკავების შემდეგ გასაჯაროვდა მკვლელობის ვიდეოკადრები, სადაც დეტალურად ისმის პოლიციელებსა და ქალს შორის არსებული დიალოგი და კარგად ჩანს გასროლის მომენტიც.
რუსთავი2