“პირველებმა“ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელიც ოზურგეთში, რესტორან “ილიკოში” პოლიციელზე თავდასხმას ასახავს.
სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ურტყამს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მოქმედ პოლიციელს. დასისხლიანებულ გოგა ჯინჭარაძეს “ოცნების“ წარმომადგენელი და მისი თანმხლები პირები წაქცეულსაც სცემენ.
ცნობისთვის, ნათლობის სუფრაზე კონფლიქტი “ქურდული სამყაროს” მხარდაჭერის გამო დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელის ჯგუფურად ცემის ბრალდებით დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ორი ბრალდებული ლუკა ჩხიკვაძე და დავით სიმონიშვილი კი წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.
































































