სამტრედიაში, პოლიციის ძველ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი შენობის მესამე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 26 მეხაძრე-მაშველი. დაიწვა 120 კვ.მ. ფართობი.
ამავე თემაზე: სამტრედიაში პოლიციის ძველი შენობა იწვის