ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, პოლიციის მე-5 განყოფილების გვერდით ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს.
ობიექტზე დილით მისულ მეპატრონეს კარი გაღებული, ტანსაცმელი დაყრილი და მაგიდის უჯრაში არსებული პირადი ნივთები წაღებული დახვდა.
დაზარალებულის თქმით, მან სამართალდამცველებს თავად მიმართა.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში არასრულწლოვნები შევიდნენ.
ქუთაისის მოსახლეობის თქმით, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
წყარო: INFOIMERETI