“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ წუთებში ისევ გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებიან.
ისინი ყველა იმ დეპუტატის დასჯას ითხოვენ, რომლებიც ბესო ქათამაძის ცემაში მონაწილეობდნენ.
პარტიის ადგილორბრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის თქმით, ერთი ადამიანისთვის ბრალის წაყენება საკმარისი არაა და ყველა დეპუტატი უნდა დაისაჯოს.
მჟავანაძე მოუწოდებს აქ შეკრებილ ადამიანებს, რომ არ დაიშალონ, ღამე პოლიციასთან გაათენონ და თუ საჭირო იქნება გზაც გადაკეტონ.
მისი თქმით, მათ ძალიან ბევრი აქტივისტი შეუერთდება.