ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა, _ ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

“უდიდესი პატივია ატარებდე საუკუნის მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის სახელს. აღნიშნული გადაწყვეტილება მისი ხსოვნისა და ღვაწლის სათანადო დაფასებასთან ერთად, საფუძველს უყრის ცენტრის ახალ სიცოცხლეს, ჩვენი საქმიანობის, თვისობრივად, ახალ ეტაპზე გადასვლას.
გვსურს, საკითხის ინიცირებისათვის მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს”, _ აღნიშნულია ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდზე.
































































