ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები ლანჩხუთელი მომღერლის, ილიკო მორჩილაძის შთამომავლებს ეწვივნენ და მათგან საინტერესო ცნობები ჩაიწერეს ლანჩხუთის კრების შესახებ.
ცნობილი გახდა ანსამბლის წევრთა გვარ-სახელებიც. მუშაობისას გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებიც უფრო ღრმა კვლევას მოითხოვს.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრი ამ საკითხით დაინტერესდა, დაიგეგმა ექსპედიცია ლანჩხუთში, რომელსაც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ეთნომუსიკოლოგი მაია გელაშვილი უხელმძღვანელებს. შეგროვილი მასალის საფუძველზე ცენტრი გამოსცემს ელექტრონულ ბროშურას, ასევე გაციფრდება ამ ანსამბლის ნამღერი შალვა მშველიძის მიერ ჩაწერილი სიმღერები. აღნიშნული ნაშრომი იმ დროინდელი მუსიკალური ცხოვრების საინტერესო სურათს შექმნის. ფართო საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ილიკო მორჩილაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ასევე მისი ანსამბლის უნიკალურ ჩანაწერებს.
პირველი რაიონული ანსამბლი ლანჩხუთში 1923 წელს შეიქმნა, რომელსაც ილიკო მორჩილაძე ხელმძღვანელობდა. ანსამბლი კონცერტებს მართავდა და აღებულ თანხას ქველმოქმედებას ახმარდა.