რუსებმა ლვოვის რეგიონში მდებარე იავოროვსკის პოლიგონი დაბომბეს _ დაღუპულია 35 ადამიანი, 134 კი საავადმყოფოშია, _ იუწყება 24tv.ua.
13 მარტს, დილით, რუსებმა სამხედრო შეტევა განახორციელეს მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე ლვოვის ოლქში.
შეტევა გახორციელდა აზოვის და შავი ზღვის აკვატორიიდან. ოკუპანტებმა ცენტრს 30 რაკეტა ესროლეს.
უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს ნატოს, დაკეტოს უკრაინის ცა, რადგან იავოროვსკის პოლიგონი ნატოს ქვეყნის წევრ პოლონეთის ტერიტორიიდან სულ 20 კილომეტრზე მდებარეობს.
“პოლონელები შეშინდნენ და ახლა აანალიზებენ ინფორმაციას. ვფიქრობ, რომ პოლონეთის ხელისუფლება უფრო მკაცრი გახდება”, _ ამბობს ლვოვის მერი ანდრეი სადოვი.
[author_box]