პოლონეთის მთავრობა გაუგზავნის Leopard 2 საბრძოლო ტანკებს უკრაინაში, თუ ის მოახერხებს “სახელმწიფოების პატარა კოალიციის შექმნას”, რომელიც იგივეს გააკეთებს – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკმა განაცხადა.
,,თუ ეს “პირობა” დაკმაყოფილდება, პოლონეთი მზად იქნება გადაიტანოს გერმანული წარმოების ტანკები ბერლინის თანხმობით ან მის გარეშე,“ – განუცხადა მორავეცკმა ჟურნალისტებს.
ლეოპარდ 2-ის ტანკების ნებისმიერი ტრანსფერი, როგორც წესი, მოითხოვს ნებართვას გერმანიიდან.
„ჩვენ მივმართავთ ასეთ თანხმობისთვის, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი თემაა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ არ მივიღებთ ამ თანხმობას საბოლოოდ, როგორც მცირე კოალიციის ნაწილი, და თუნდაც გერმანელები არ იყვნენ ამ კოალიციაში, ჩვენ მაინც გადავცემთ ჩვენს ტანკებს, სხვებთან ერთად, უკრაინას.
ჩვენთვის ამ მომენტისთვის პირობაა, რომ ავაშენოთ სახელმწიფოთა ასეთი მცირე კოალიცია და ამ საკითხზე… ჩვენ ვუკავშირდებით ჩვენს პარტნიორებს დასავლეთ ევროპაში“, – თქვა მორავეცკმა.
ცნობისთვის, უკრაინის განმეორებითი მოწოდებები მეტი ტანკების შესახებ იყო მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებების საგანი ბოლო კვირების განმავლობაში და გერმანია ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევს მზარდ ზეწოლას ტანკების გადაცემის უფლებაზე.
ავტორი