პოლონეთის პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, “ქართული ოცნების” მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს, რათა მოხდეს მისი გათავისუფლება. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონელი პარლამენტარი მალგოჟატა გოშიევსკა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, ჩემი ინიციატივით შედგა პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც აპელაციით მივმართეთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი“, – წერს მალგოჟატა გოშიევსკა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე მე-15 დღეა შიმშილობს.
14 ოქტომბერს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა, ასევე შექმნილი პეტიციაც.
[sexy_author_bio]