პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ სამშაბათს დაადანაშაულა რუსეთი „აგრესიული ქცევით კოლონიური პოლიტიკის გაგრძელებაში“.
მორავეცკიმ თქვა, რომ ისინი, ვინც არღვევენ საერთაშორისო კანონს, უნდა გამოირიცხონ გლობალური საზოგადოებისგან.
“ეს არის კოლონიური იმპერია… არ შეიძლება იყოს თანხმობა საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე”, – თქვა მორავიეცკიმ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში.
ვარშავა დიდი ხანია მკაცრ პოზიციას იკავებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ და ისტორიულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რთული იყო. პოლონეთს სურს ევროკავშირმა მეტი სანქციები დაუწესოს რუსულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს და არის უკრაინისთვის იარაღის მიმწოდებელი წამყვანი წყარო.
რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადების მიხედვით, ის არ განაახლებს შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების შესახებ, მოსალოდნელია, რომ უკრაინიდან მარცვლეული კვლავ დიდი რაოდენობით გაიგზავნება პოლონეთში. მორავიეცკიმ თქვა, რომ მთავრობა მტკიცედ დაიცავს პოლონელი ფერმერების ინტერესებს.
პოლონეთის მთავრობა გაახანგრძლივებს შეზღუდვებს უკრაინული მარცვლეულის პოლონეთში შემოდინების შესახებ მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში ამ შემოდინების შეზღუდვის რეგულაციები ამოიწურება,_ განაცხადა პრემიერმა.
”ჩვენ ვშიშობთ, რომ თუ ისინი (რეგულაციები) მთლიანად მოიხსნება, პოლონეთის ბაზარი შეიძლება კვლავ დაიტბოროს მარცვლეულით, ამიტომ ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს”, – თქვა მორავიეცკიმ.
თუმცა, მან არ თქვა, რა იქნება მსგავსი ქმედებები, მაგრამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ევროკომისიასთან ამ საკითხზე მიმდინარეობს.