პოლონეთმა ბელარუსთან და რუსეთთან (კალინინგრადის ოლქი) არსებული სახმელეთო საზღვრის გამაგრება დაიწყო, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკიმ twitter -ზე დაწერა და საზღვრის გამაგრების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა
როგორც მარიუშ ბლაშჩაკიმის გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, პოლონელები კალინინინგრადის საზღვრთა 2 მწკრივად აწყობენ ე.წ. “ტანკსაწინააღმდეგო ზღარბებს”. მათ უკან კი დებენ სიმძიმეებს, რათა მოწინააღმდეგის(რუსეთის) მძიმე ტექნიკის წინსვლას შეუშალონ ხელი.
,,ჩვენ დავიწყეთ უსაფრთხოების ზომების პრევენციული გაფართოება რუსეთსა და ბელარუსის საზღვარზე. ეს არის ჩვენი თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის ნაწილი. პირველი სიმაგრეები უკვე განლაგებულია კალინინგრადის ოლქის საზღვარზე,“ – წერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი.