პოლონეთში 22 წლის ქართველი გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ტაბაღუა მოკლულია. ინფორმაცია “გურია ნიუსს” ტაბაღუას ახლობელმა დაუდასტურა. სავარაუდოდ, მას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილი იყო და ზუგდიდში ცხოვრობდა. გარდაცვლილს მშობლები დარჩა, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
ახლობლების თქმით, ახალგაზრდა პოლონეთში სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ წავიდა.
ამ დროისთვის დამატებითი დედტალები უცნობია.
ავტორი