ვარშავაში პოლონეთში კატალიზატორების ქურდობისთვის ქართველები დააკავეს, _ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“პრაგა პოლუდნიის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კატალიზატორის ქურდობაში”, _ ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიისვე ცნობით, დაკავებულები დაკავებულია 27 და 37 წლის მამაკაცები.
დაკავებულებს უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რომელსაც ისინი ამ დროისთვის არ აღიარებენ, თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.