პოლონეთში 2 ქართველი მაღაზიების ძარცვის საქმეზე დააკავეს, _ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“ხუთშაბათს, დაახლოებით, 7 საათზე, ადგილობრივი ბაზრის დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა რავიჩში პოლიციას შეატყობინა, რომ მისთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა ცოტა ხნით ადრე მაღაზიიდან ძვირადღირებული ალკოჰოლი წაიღო.
დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ქურდები “საქმეს” იქ არ დაასრულებდნენ. დაცვის თანამშრომელმა მეზობელ მარკეტებში მყოფ კოლეგებსაც აცნობა, რომ ასეთ მამაკაცებს ყურადღება მიაქციონ. სწორადაც მოიქცა, რადგან ქურდები სხვა მაღაზიების გასაძარცვად წავიდნენ”, _ ამბობს რავიჩის პოლიციის პრეს ოფიცერი.
დამნაშავეები მეოთხე მაღაზიის გაძარცვის დროს დააკავეს. მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მოპარული ძვირადღირებული სასმელები, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მაღაზიებს დაუბრუნეს.