პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა rmf24.pl ავრცელებს.
„ღამე, პირველადი, სპეციალაური სამედიცინო დახმარების კერძო დაწესებულებიდან ილოვო-ოსადის დასახლებულ პუნქტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოიპარეს“, – ნათქვამია სამართალდამცავი უწყების განცხადებაში.
გამოცემის ინფორმაციით, მძარცველებმა COVID-19-ის ვაქცინის ვალქსის სამი ფლაკონი, 18 დოზა წაიღეს. საგულისხმოა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან სხვა არაფერი დაკარგულა.
როგორც rmf24.pl წერს, აღნიშნული დოზები უკვე დაგეგმილი იყო, ამიტომ ვაქცინაცია გადაიდება. ასევე გამოცემის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც ვაცქცინას გააკეთებს, ,,კოვიდპასპორტებს“ გადასცემენ.
,,ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, პოლონეთში „კოვიდპასპორტებს“ გადასცემენ,“ – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა გოლავსკამ.