პოლონეთში ეპიდემიის გამო პატიმრებს საშუალება ექნებათ სასჯელი სახლში მოიხადონ. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის და სარგებლობის საშუალება 20 000 მსჯავრდებულს აქვს.
პოლონეთში ამ დროითვის კორონავირუსის 684 შემთხვევაა დაფიქსირებული და დაღუპულია 8 ადამიანი. დახურულია სკოლები, კინოთეატრები და სხვა საზოგადოებრივი ობიექტები. ქვეყანაში აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
პატიმრების ნაწილს საშუალება აქვს სასჯელი სახლში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ მოიხადოს, თუმცა, უცნობია, როდიდან შევა კანონპროექტი ძალაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამჟამად პოლონეთის 172 ციხესა და დაკავების ცენტრებში 75 000-ზე მეტი ადამიანია.