პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო. მოახლოებული არჩევნების გადადების მიზეზად კორონავირუსის გავრცელება სახელდება.
როგორც ცნობილია, სეიმის სპიკერი არჩევნების გასამართ ახალ თარიღს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
როგორც პოლონელი პოლიტიკოსები შეთანხმდენ, ხმის მიცემა ფოსტით მოხდება, რაც პოლონეთის მაცხოვრებლების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
პოლონეთში კორონავირუსს 733 ადამიანი ემსხვერპლა, 14 740 შემთხვევა კი დადასტურდა.