ცოტა ხნის წინ ბერძენმა მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
მეცნიერები და ექიმები აკვირდებოდნენ სპორტსმენ ბავშვებს, აკონტროლებდნენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ფიზიკურ დატვირთვამდე და დატვირთვის შემდეგ.
ექსპერიმენტის მონაწილეთა ერთი ჯგუფი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სვამდა წყალს, ან ჩვეულებრივ წვენებს, ხოლო მეორე ჯგუფი პომიდორის წვენს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კუნთებისა და გლუკოზის დონის აღდგენა ორგანიზმში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ უფრო სწრაფად ხდებოდა იმ ბავშვებში, რომლებიც პომიდორის წვენს იღებდნენ.
მეცნიერების აზრით, ასეთი ეფექტი მიიღება ლიკოპინის მოქმედების შედეგად, ნივთიერების, რომელიც პომიდორს წითელ ფერს აძლევს.
ავტორი