ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „ტყუილს“ და „ცილისწამებას“ უწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას The News.am ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები ლათინო ამერიკას მრავალი წლის განმავლობაში თავის შემოგარენად განიხილავდა და რეჟიმის დამხობის პროცესში იყო ჩართული.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ხალხი ტყუილს სიმართლისგან და ნამდვილ მეგობრებს ყალბისგან ვერ ასხვავებს.
პომპეოს განცხადებით კი, მოსკოვი და პეკინი ფარისევლობენ, როცა ლათინური ამერიკის საქმეებში ჩარევის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.
გარდა ამისა, პომპეო ჩინეთს ვენესუელას ეკონომიკური კოლაფსში მონაწილეობასა და პრეზიდენტ მადუროს მხარდაჭერაში ადანაშაულებს.