“ფონდი წილოსანი” აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს “ისწავლე მეტი”, რომლის მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება.
პროექტის თანახმად, ის ახალგაზრდა, ვინც დაამთავრებს ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიცეპალიტეტების საჯარო სკოლას, ჩაირიცხება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში და მოიპოვებს სწავლის თანადაფინანსებას, ფონდისგან მიიღებს ნაწილობრივ დაფინანსებას ერთი აკადემიური წლის განმავლობაში.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა, 2018 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 კვირის განმავლობაში შეავსოთ და ფონდის ელექტრონულ მისამართზე _ info@tsilosanif.ge გააგზავნოთ შემდეგი განაცხადი:
1. გვარი, სახელი, მამის სახელი ——————————–
2. დაბადების წელი —————
3. საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) ————————
4. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი —————————–
5. საჯარო სკოლა —————————
სკოლის მისამართი ————————————
ტელეფონის ნომერი ———————————–
6. უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ჩაირიცხეთ
7. ერთიან ეროვნული გამოცდებში მიღებული შედეგები (ყველა საგნისთვის ინდივიდუალურად).
გამომდინარე იქიდან, რომ დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია, თანაბარი პირობების მქონე ახალგაზრდებს შორის უპირატესობის მისანიჭებლად ფონდი იხელმძღვანელებს აპლიკანტის სოციალურ მდგომარეობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით “წილოსანის ფონდის” წარმომადგენელს: 551 055 055 ნანა კვირიკაშვილი
“ფონდი წილოსანის” საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი მომავალი თაობის დახმარება და წახალისებაა, რაც სწავლასა და დასაქმებაში მათ ხელშეწყობას გულისხმობს. როგორც ფონში აღნიშნავენ, “ისწავლე მეტი” სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის პრაქტიკული გახორციელებაა და იმედოვნებენ, რომ პროექტი მოსწავლეებისთვის დამატებით სერიოზულ მოტივაციად იქცევა.