“ჟურნალისტები საქართველოსთან ურთიერთობის „დათბობას“ და თბილისთან ურთიერთობის საპარლამენტო „მეგობრობის ჯგუფს“ ეკითხებიან. ასეთი ჯგუფი სახელმწიფო სათათბიროში გასაგები მიზეზების გამო არ შექმნილა. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. თუმცა, მზად ვარ ეს საკითხი განსახილველად დავაყენო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან და დუმის საბჭოსთან.
დარწმუნებული ვარ, რომ „საპარლამენტო თანამშრომლობის“ ჯგუფებს მოსკოვსა და თბილისში შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში. მაგრამ ეს გზა ორმხრივია. და, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ არის საუბარი რაიმე „სამეგობრო“ ჯგუფზე. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი წინააღმდეგობაა. ეს არ აუქმებს საპარლამენტთაშორისო დიალოგის შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნების ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა რუსეთის “დუმის” დეპუტატმა ევგენი პოპოვმა “რია ნოვოსტთან”.