გელაურის დასახლებაში, პოპოვის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ვაჟა-ფშაველას, პოპოვისა და პუშკინის ქუჩებს.
მოეწყო სანიაღვრე არხები და ბორდიურები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 541 541 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოები ოქტომბრის თვემდე დასრულდება. გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო ახალი საკანალიზაციო სისტემა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 296 669 ლარი დაიხარჯა. ახალი საკანალიზაციო სისტემით 500 ოჯახი სარგებლობს. გელაურში ქუჩების რეაბილიტაცია სამომავლოდაც გაგრძელდება. (R)