დაკიდებულ ხიდზე ტროსის გაწყვეტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 ადამიანი დაშავდა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთში, პოპულარულ ტურისტულ ობიექტ ქსიატასან ახლოს მოხდა, რომელიც ბუნებრივი ლანდშაფტით გამოირჩევა და მას ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
































































