ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს, _ ინფორმაციას თავად არხი ავრცელებს. არხის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.
შემთხვევასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა ტელეკომპანიაში.
თებერვალში თავს დაესხნენ ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს. ჟურნალისტი დაზარალებულად ცნეს.
როგორც ვახო სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.
ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყერო: formulanews.ge