„დონბასის ოკუპაციის შედეგად უკრაინის სამრეწველო პოტენციალის 25% განადგურდა“, _ აღნიშნული განცხადება, Ukrinform-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმუშევრობის მაჩვენებელი 60%-იდან 70%-მდე გაიზარდა, სრული ჰუმანიტარული კატასტროფაა“, _ განაცხადა პოროშენკომ.