უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, პოლონეთიდან მატარებელი, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი მის მხარდამჭერებთან, ოჯახის წევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად ზის, უკრაინის მიმართულებით არ გაემგზავრება, სანამ პირადად მიხეილ სააკაშვილი მატარებელს არ დატოვებს.
ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციური პარტია „ბატრივშჩინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა. შეტყობინება პოლონეთში უკრაინის ეროვნული პოლიციიდან მივიდა.
„ეს არის კრიმინალიზებული დიქტატორული პოლიტიკა. მან უნდა აიღოს ამჟამად ყურმილი, დაავალოს რკინიგზას და მატარებლის ხელმძღვანელობას, შედეგად მოდის გოგონა და გვამცნობს, რომ მატარებელი არ გაემგზავრება. ასე მუშაობს უკრაინული დიქტატურა“, _ განაცხადა იულია ტიმოშენკომ.