„კანონმდებლებოს უმოქმედობის შემთხვევაში, პოროშენკოს იმპიჩმენტს ხალხი დაიწყებს“,_აღნიშნული განცხადება VESTNIK KAVKAZA-ს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესას რეგიონის ყოფილმა მმართველმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
„ამ ეტაპზე მთავარი მოთხოვნაა უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის კანონი. თუ კანონმდებლები ვერ იმოქმედებენ 3 დეკემბრიდან ამას ხალხი გააკეთებს“,_განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე 12 ნოემბერს მარშის ჩატარება დაანონსა.
„მომდევნო კვირას ვერხოვნა რადა სესიებს ატარებს. ვაჩვენოთ მათ, რომ ბევრი ვართ და არ გავჩერდებით. ჩვენი რრაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“,_ განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ცნობილია,უკრაინის პარლამენტთან პროტესტანტები 17 ოქტომბრიდან არიან დაბანაკებულები.
ისინი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონს ითხოვენ.