პორტუგალიის ერთ-ერთი ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის 1 საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან , რომლის კედელის სიმაღლეც დაახლოებით შვიდი მეტრია, დილით გაიქცნენ, მაგრამ დაწესებულების დაცვამ მომხდარი მოგვიანებით შენიშნა, როდესაც კვების მისაღებად პატიმრები არ გამოცხადდნენ.
პორტუგალიის სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, პატიმრები შაბათ დილით კედელზე კიბის საშუალებით გადაძვრნენ, რა დროსაც გარედან მათ დახმარება აღმოუჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელებს 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი არაერთი დანაშაულისთვის, მათ შორის ნარკოვაჭრობისთვის, ქურდობისთვის, ძარცვისა და გატაცებისთვის. დანარჩენი სამი სასჯელს იხდიდა ისეთი კანონდარღვევებისთის, როგორიცაა ქურდობა, გატაცება და ძარცვა.
პორტუგალიის ციხის მცველთა ეროვნული გაერთიანება აცხადებს, რომ გაქცეული პატიმრები უკიდურესად საშიშები არიან.
პოლიციის წყარომ DN-ს დაუდასტურა, რომ ესპანეთსა და საფრანგეთს ძებნის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა და ასევე ინფორმაცია გადაეცა ინტერპოლს.